კოლუმბიის ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, სამშაბათს დილით თვითმფრინავმა, რომელშიც 72 მგზავრი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი მედელინისკენ მიემართებოდა. მასში იმყოფებოდნენ ბრაზილიური საფეხბურო კლუბის "შაპეკოენსის" ფეხბურთელები, რომლებსაც მედელინში ადგილობრივ გუნდთან "ატლეტიკო ნასიონალთან" სამხრეთ ამერიკის თასის ფინალურ თამაშში უნდა მიეღოთ მონაწილეობა.