კომპანია „კოლორი“, რომელიც ოც წელზე მეტია ინარჩუნებს პოლიგრაფიული ბაზრის ლიდერის პოზიციებს, გაფართოებას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას აგრძელებს. ცოტა ხნის წინ სტამბაში კიდევ ერთი მიმართულება დაინერგა. "კოლორმა" რბილი შეფუთვის წარმოება დაიწყო.რამდენიმე დღის წინ „კოლორმა“ ქართული ჩიფსების მწარმოებელ კომპანია "ფრიქსთან" გააფორმა გრძელვადიანი ხელშეკრულება. "ფრიქსის" გარდა სტამბა "კოლორი" რბილი შეფუთვის მიმართულებით რამდენიმე ათეულ კომპანიასთან თანამშრომლობს. მათ შორისაა: "მაკნატუნა", "კომფორტი", "ფრეკო", "ნაბეღლავი", "კრიალა", "იფქლი", "ფუდსერვისი" და სხვა.