ავსტრალიის შემადგენლობაში არსებულ ქოქოსის კუნძულების სანაპიროზე მილიონზე მეტი ფეხსაცმელი და 370 000-მდე კბილის ჯაგრისი გამოირიყა. კვლევის თანახმად საერთო ჯამში კუნძულების სანაპოროებზე 414 მილიონი ნივთია გამორიყული. აღსანიშნავია, რომ მათ შორის უმეტესობა ერთჯერადი მოხმარების ნივთებია, ძირთადად პოლიეთილენის ბოთლები, პარკები და ფეხსაცმელები. ავსტრალიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ინდოეთის ოკეანეში არსებულ კუნძულზე ნარჩენები სხვადასხვა ქვცეყნებიდან ოკეანური დინების სედეგად გამოირიყა. ისინი აცხადებენ, რომ ეს არამხოლოდ ავსტრალიის, არამედ მთლიანად პლანეტის პრობლემაა და მოუწოდებენ სხვა ქვეყნებს შემცირონ პოლიეთილენისგან დამზადებული ნივთების გამოყენება.