ფინიქს სანსის ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის იგორ კოკოშკოვის თანამდებობიდან გაათავისუფლება გადაწყვიტა. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავკაცმა NBA-ს გუნდი 2018 წლის მაისში ჩაიბარა. ფინიქს სანსმა დასავლეთ კონფერენციაში გამოსვლა ბოლო, მე-15 ადგილზე დაასრულა. არიზონას შტატის გუნდმა რეგულარული ჩემპიონატის 82 მატიდან მხოლოდ 19 მოიგო, 63-ში კი დამარცხდა.47 წლის სერბ სპეციალისტს მანამდე ამერიკული ლიგის არაერთ კლუბში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობის გამოცდილება ჰქონდა. იგი სხვადასხვა დროს კლიპერსის, პისტონსის, სანსის, კავალიერსის, მეჯიქისა და ჯაზის სამწვრთნელო შტაბებში მუშაობდა.