"დღეს "ფეისბუქზე" არის ასეთი სიტუაცია: თუ სააკაშვილის მომხრე არ ხარ, მაშინ შენ გწერენ, რომ ხარ "ტროლი", - ამის შესახებ ჟურნალისტმა კოკა ყანდიაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა. მისივე თქმით, მხოლოდ მას შემდეგ გაერკვია "ტროლების" და "ბოტების" მნიშვნელობაში, როდესაც ის "ტროლების" ფაბრიკის დირექტორად გამოცხადეს.
როგორც ყანდიაშვილმა აღნიშნა, ის ყოველთვის შეებრძოლება "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების საკითხს. ასევე, კოკა ყანდიაშვილი ამბობს რომ ხელისუფლება თუ ოპოზიცია, ყველა სარგებლობს "ფეიქ ნიუსებით".
შეგახსენებთ, რომ "ფეისბუქმა" საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდი, ანგარიში და ჯგუფი წაშალა.