საბჭოთა ოკუპაციის 99 წლისთავთან დაკავშირებით "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა და პარტიის წევრებმა კოჯორში იუნკრების მემორიალს პატივი მიაგეს. როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, ბოროტება აუცილებლად დამარცხდება და საქართველო აუცილებლად იქნება თავისუფალი და ერთიანი. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბრძოლა, რომელიც 99 წლის დაიწყო, დღესაც არ დასრულებულა.