კოდორის ხეობის სპეცოპერაციის საქმეზე ემზარ კვიციანი გრიფით საიდუმლოს მოხსნას ითხოვს. პარლამენტარი აცხადებს რომ საზოგაოდებამ უნდა გაიგოს სიმართლე თუ რა მოხდა რეალურად 2006 წელს. ინიციატივა პატრიტთა ალიანსის წევრმა პარლამენტში მიმდინარე ორდღტიან კონფერენციაზე გააჟღერა. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ექსპერტებს ხვდებიან .თავდაცვა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმა-რა მიდგომებია დღეს და როგორია მომავლის ხედვა -ეს კონფერენციაზე განხილვის მთავარი საკითხია. მხარეებმა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე და ამ კუთხით გასაძლიერებელ რეფორმებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტზე გამახვილდა.