ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიციატივით და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, იწყება სოციალური პროექტი სახელწოდებით “კოდინგის სკოლა ქალებისთვის’’. პროექტი მიზნად ისახავს ქალთა როლის გაძლიერებას ტექნოლოგიების სფეროში, ქვეყანაში არსებული სტატისტიკის გაუმჯობესებას, მათი ცოდნის გაღრმავებას და დასაქმების ხელშეწყობას. პროექტში მონაწილე ბენეფიციარისთვის, პროგრამა სრული დაფინანსებით განხორციელდება. პროგრამა თბილისში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე დაიწყება და ეტაპობრივად მოიცავს ბენეფიციარებს საქართველოს ყველა რეგიონიდან.