კოჭას სასარგებლო თვისებებს განაპირობებს მასში არსებული ვიტამინები და სასარგებლო ნივთიერებები. კოჭა შეიცავს: კალციუმს, ალუმინს, ქრომს, რკინას, მაგნიუმს, ნიკოტინის მჟავას, ასევე ფოსფორს, კრემნიუმს, კალიუმს, С ვიტამინს, რაც კოჭას სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლის შეუცვლელ საშუალებად აქცევს.კოჭა ხსნის ყელის ტკივილს, გააჩნია კარგი ამოსახველებელი მოქმედება. გაციების და გრიპის დროს კოჭა შეუცვლელია, ის აქვეითებს სხეულის ტემპერატურას, ათბობს, ზრდის ორგანიზმის ტონუსს და ანიჭებს მას სასიცოცხლო ენერგიას. კოჭა დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, რადგანაც მისი მუდმივად მოხმარებისას იზრდება მადა, სტიმულირდება საკვების მონელების პროცესი და კუჭის წვენის გამოყოფა, რაც განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვისაც აღენიშნება კუჭის დაავადებები.კოჭა აქტიურად გამოიყნება გასახდომად. ის აჩქარებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესს.კოჭა ასევე სასარგებლოა ორსულობისას - ის ამცირებს ყველა უსიამოვნო სიმპტომს: ტოქსიკოზს, თავბრუსხვევას, სისუსტეს. თუმცა ამ შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილე. კოჭა უკუნაჩვენებია ორსულობის ბოლო თვეებში და ლაქტაციის პერიოდში.სასიამოვნო გემოსა და მავნე დანამატების არარსებობის გამო კოჭათი მკურნალობა არა მარტო ეფექტური, არამედ სასიამოვნოცაა. კოჭა გამოიყენება თაფლთან, ლიმონთან და შაქართან ერთად.კოჭას გააჩნია უკუჩვენებები, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია.ცნობილია, რომ კოჭას გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, ანტიბაქტერიული და შემახორცებელი მოქმედება. კოჭა უკუნაჩვენებია კუჭის მწვავე დაავადებების - წყლულისა და გასტრიტის დროს. კოჭას მიღება არასასურველია გულის დაავადებების დროს. შეუზღუდავი რაოდენობით კოჭას მიღებამ შეიძლება უკუეფექტი გამოიწვიოს, განვითარდეს ალერგიული რეაქცია, გულისრევა, ღებინება. ამ დროს აუცილებელია კოჭას მიღების შეწყვეტა და სპეციალისტთან კონსულტაცია. კოჭა გამოიყენება სახსრების, კუნთების დაჭიმვის მკურნალობისთვის, კიბოს პროფილაქტიკისთვის. აუცილებელია გახსოვდეთ, რომ კოჭა უნდა შეინახოთ მაცივარში, არა უმეტეს ერთი კვირისა.