ქობულეთში, ზღვაში დაკარგულ 12 წლის ბიჭს სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ამ დრომდე ეძებენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები არიან ჩართული, ასევე ზედაპირული დათვალიერებაც მიმდინარეობს. 1 სექტემბერს დღის მეორე ნახევარში, ქობულეთში ზღვაში 12 წლის ბიჭი გაუჩინარდა. აღნიშნულ პერიოდში ზღვაში შტორმი 4 ბალამდე აღწევდა.