ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, სოფლებთან მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოებო მიმდინარეობს. სოფელ ქობულეთში დილიდან სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი შეიკრიბა. შტაბის სხდომაზე სტიქიის სალიკვიდაციო გეგმა შეიმუშავეს. საგანგებო რეჟიმში მუშაობს სამაშველო სამსახური, მობილური ბრიგადები და ელექტრიკოსთა ჯგუფები. ინტენსიურად იწმინდება ჩახერგილი სასოფლო გზები. საგზაო დეპრტამენტის ორგანიზებით 7 ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს. მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები, ასევე, დაწყებულია დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შესწავლა.ქობულეთის გამგეობის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად მუნიციპალიტეტში 10-ზე მეტი ოჯახი დაზარალდა. მათივე ცნობით, უწყებაში სპეციალური შტაბი ამოქმედდა.ძლიერმა წვიმამ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს პრობლემები შეუქმნა.