ქობულეთში, სოფელ წყავროკაში რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მათ პროტესტის ნიშნად ქობულეთი - ოზურგეთის ცენტრალური გზა გადაკეტეს. ისინი კომპენსაციას და ბანკებთან შუამავლობას ითხოვენ. მოსახლეობა აცხადებს, რომ თხილის ცუდი მოსავალი აქვთ და აგრო სესხები დაფარვას ვერ ახდენენ. მოსახლეობის პროტესტს ქობულეთის საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები შეუერთდნენ.