02:20
26 ნოემბერი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ქობულეთში ინკასატორის გაძარცვის საქმეზე ერთი პირი დააკავეს
24-10-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქობულეთში ინკასატორის გაძარცვის ფაქტი გახსნეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ ქობულეთში, "საქართველოს ბანკის" სერვისცენტრის მიმდებარედ, თავს დაესხა შპს "დაირექტ დებიტ ჯორჯიას" ინკასატორს, რომელსაც ამავე კომპანიის კუთვნილი ფული - 55 000-მდე ლარი ძალადობის გამოყენებით გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა გ.მ. ქობულეთში დააკავეს. პოლიციამ, მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაძარცვი თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ძარცვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. ძარცვის ბრალდებით დაკავებულია 1986 წელს დაბადებული გ.მ. დანაშაული 7-⁠დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

AutoPlay
დიეგო მარადონა გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
ვაპირებთ, აპრილამდე ბაზარზე საკუთარი ვაქცინა გამოვიტანოთ - ერდოღანი
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისგან - საპატრიარქო
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ოპოზიციური პარტიების ლიდერები კელი დეგნანთან შეხვედრის შესახებ კომენტარებს აკეთებენ
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
ვთხოვ პატრიარქს, შემხვდეს და საშუალება მომცეს გავესაუბრო - მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, დაფიქსირდა თუ არა საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები