ქობულეთში, აღმაშენებლის 277-ე ნომერში მოსახლეობამ სასტუმროს მშენებლობა გააპროტესტა. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, სვეტლანა ოქროპირიძის თქმით, სამშენებლო კომპანიას სანაპიროზე 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი აქვს მითვისებული რის გამოც ზღვაზე გასასვლელი გზა ჩაიკეტა. აქციას ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე გამოეხმაურა. მერი პროტესტის მონაწილეებთან მივიდა, ტერიტორიის დატოვება სთხოვადა და განუცხადა, რომ ისინი კერძო საკუთრებაში იმყოფებიან, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირობიანი აუქციონის წესით გაასხვისდა. მისივე თქმით, ტერიტორიაზე იქნება თუ არა ზღვაზე გადასასვლელი, შესაბამისად აღნიშნული კომპანიის გადასაწყვეტია.