ქობულეთში მასშტაბური ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. მრავალფუნნქციური კომპლექსი "გრინ რესორტი" 19 ჰექტარაზე განთავსდება. კომპლექსში შევა მაღალი კლასის სასტუმრო, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპა ცენტრი, აპარტამენტები, ვილები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, გოლფის მოედანი, ველობილიკი და სათამაშო მოედნები. კომპლექსში ასევე გათვალისწინებულია სავაჭრო ცენტრისა და და სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტის მშენებლობა.
"გრინ რესორტის" პროექტების ხელმძღვანელის განცხადებით, კომპლექსის საინვესტიციო ღირებულება 80 მილიონი ევროა და მისი მშენებლობა ექვს წელში დასრულდება.