ქობულეთის ცენტრში დაჭრილი ახალგაზრდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ოპერაცია მას გუშინ ღამით ჩაუტარდა. ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი ფეხშია დაჭრილი. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.თვითმხილეველების თქმით, თამარ მეფის ქუჩაზე შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა, თუმცა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. გუშინვე დაიწყო თვითმხილველების გამოკითხვა. საქმეზე დაკავებული არავინაა.