ხანძარი ქობულეთში. სოფელ შუაღელეში, წუხელ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე ქობულეთისა და ჩაქვის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებასა და განადგურებას გულისხმობს.