ქობულეთის საკარანტინო ზონაში დღეიდან მობილური ბაზარი ამოქმედდება - Palitra News

ქობულეთის საკარანტინო ზონაში დღეიდან მობილური ბაზარი ამოქმედდება

2020-04-13 14:24:34+04:00

ქობულეთის საკარანტინე ზონაში დღეიდან მობილური ბაზარი ამოქმედდება. როგორც „პალიტრანიუსთან“ საუბარში ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ განმარტა, მობილური ბაზრები უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით იმოქმედებს, სასურსათო პროდუქტებით კი მოწყვალადი ჯგუფები დაკმაყოფილდებიან.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ქობულეთში კორონავირუსით ინფიცირების 19 შემთხვევაა გამოვლენილი, 355 ადამიანი კი თვითიზოლაციასა და საკარანტინე სივრცეში იმყოფება. როგორც მერმა აღნიშნა, უკვე მოძიებულია 355-მდე ადამიანი, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირებულ პირებთან ჰქონდათ შეხება და და ყველა მათგანი თვითიზოლაციაში ან საკარატინე ზონაში იმყოფება.