კობი-გუდაურის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა - Palitra News

კობი-გუდაურის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

2019-01-28 12:05:51+04:00

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის (ფოსტა) მონაკვეთზე, დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. "მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები", - ნათქვამია საპატრულო პოლიციის განცხადებაში.