კობახიძის ჯგუფს ვერანაირი ტრენინგი ვერ უშველის, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. დეპუტატის თქმით „ქართულ ოცნებაში“ პერმანენტულად ტრენინგები წარსულშიც ტარდებოდა. თუმცა თავად მას არ გაუვლია.„ტრენინგებმა შეიძლება უშველოს ახალ თაობას, მათ ვინც უნდა გაიზარდოს და ვისაც აქვს ინტერესი იყოს „ქართულ ოცნებაში“, მაგრამ იმ პოლიტიკოსებს, ვინც დღეს არიან პარლამენტში „ქართული ოცნებიდან“, განსაკუთრებით კობახიძის ჯგუფს, მათ ვერანაირი ტრენინგი ვერ უშველის. ყველას არ ვგულისხმობ უმრავლესობიდან, რა თქმა უნდა, იქაც არიან ღირსეული ადამიანები. პოლიტიკას ტრენინგებით ვერ სწავლობენ. პერიოდულად იყო ასეთი ტრენინგები სხვადასხვა სპეციალისტები ატარებდნენ თუმცა მე არ გამივლია, ისეთი პოლიტიკური გაკვეთილები მაქვს მიღებული, მე ნამდვილად აღარ მინდა ასეთი ტრენინგები“,- განაცხადა ეკა ბესელიამ. მისივე თქმით ტრენინგების ჩატარება პარტიისთვის ნორმალური პროცესია თუმცა დღეს „ქართული ოცნების“ ირგვლივ მიმდინარე ყველა პროცესი გაშარჟებულია.