„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების ალბათობა დიდია, თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ოპოზიცია დეპოლარიზაციისკენ ნაბიჯებს გადადგამს.
როგორც კობახიძემ განაცხადა, სადაც პოლარიზაციის მაღალი ხარისხია, უმჯობესია ბარიერი მაღალი იყოს, სადაც არის პოლარიზაციის დაბალი ხარისხი, იქ შესაძლებელია საუბარი დაბალ ბარიერზე.