მმართველი პარტიის ლიდერის განცხადებით, დეპუტატმა დიტო სამხარაძემ აქციის მონაწილეთა გინებისთვის საზოგადოების წინაშე ბოდიში მოიხადა და ამით ყველაფერი ნათქვამია. მისი თქმით, უხამსი სიტყვების გამოყენება და უხამსობა „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მედიასაშუალებების ერთ-ერთი პიარული ხაზია.როგორც ცნობილია, „ქართული ოცნების" დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისთან მისულ აქციის მონაწილეები და პერსონალურად მიხეილ სააკაშვილი უხამსი სიტყვებით მოიხსენია. შესაბამისი ვიდეო მან სოციალურ ქსელში ატვირთა, მოგვიანებით კი წაშალა.