უნდა ვიმსჯელოთ ამ პრობლემაზე და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, თუ რაიმე ზომების მიღებაა შესაძლებელი, უნდა მივიღოთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რითაც ცილისწამებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელზეც ჟურნალისტებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა ისაუბრა. შეგახსნებთ, რომ პრეზიდენტი ისეთი კანონმდებლობის არსებობას მიიჩნევს საჭიროს, რომელიც ადამიანის ღირსების მეტ დაცულობასაც და სიტყვის თავისუფლებასაც უზრუნველყოფს.