რაც გუშინ სავალუტო ბაზარზე ხდებოდა, იყო გარკვეულწილად აჟიოტაჟი, შექმნილი გარკვეულწილად მოლოდინებიდან, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გამართული ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში ლარის კურსთან დაკავშირებით გუშინ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, მოლოდინებში ძალიან ბევრი ფაქტორი მონაწილეობს და რთულია მათი გამოცალკევება. როგორც კობა გვენეტაძემ განმარტა, დოლარის კურსი ისოტრიულად გაიზარდა და ამავე დროს მოხდა გაუფასურება საქართველოს მეზობელი ქვეყნების ვალუტების, რამაც „ყველაფერმა ერთად თავისი როლი ითამაშა“.