ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ არალოგიკურია განცხადებები თითქოს ლარის კურსი მოთხოვნის შემცირების გამო მყარდება. როგორც გვენეტაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, არ შეიძლება ეკონომიკაში ყველაფერი ცუდად იყოს და კურსი მყარდებოდეს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ლარი მყარდება პარადოქსი არ არის. მისივე თქმით, პანდემიასთან ქვეყნის წარმატებულმა გამკლავებამ დადებითი მოლოდინები წარმოქმნა.