ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განმარტებით, პროკურატურას იმ ნაწილში, რაც მხოლოდ "თიბისი ბანკს" ეხება, მათგან ძალიან ბევრი ინფორმაცია მიეწოდა.
ჟუნალისტებმა კობა გვენეტაძეს კითხეს რა ინფორმაცია მიაწოდა ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შესახებ პროკურატურას ისეთი, რომ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს.
გვენეტაძე ამბობს, რომ თიბისი ბანკი ფინანსურად ძალიან ჯანსაღი და კარგი ორგანიზაციაა, სხვა საკითხები კი ეროვნული ბანკის კომპეტენციაში არ შედის.