ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, საბანკო რეგულაციების გადახედვა საჭიროების მიხედვით მოხდება. მისი თქმით, ფინანსური რეგულაციების საერთო სურათის დანახვას მონაცემების შეფასება და ანალიზი სჭირდება, რის შემდეგაც აუცილებლობის შემთხვევაში, საჭირო ცვლილებებიც განხორციელდება. როგორც კობა გვენეტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რეგულაციები გრძელვადიან ეფექტზეა გათვლილი და სექტორის მდგრადობას ემსახურება.