საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის განცხადებით ქვეყანაში ტურისტული ნაკადების შემცირების მოლოდინი, რომელიც რუსეთის მიერ ავიამიმოსვლის აკრძალვიდან გამომდინარე გაჩნდა, მოლოდინებზეც აისახა. მისივე განმარტებით, საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომელიც საშუალებას აძლევს კურსს, რომ გაითვალისწინოს ყველა ის მოლოდინი, რომელიც ცნობილია ეკონომიკური აგენტებისთვის.
როგორც გვენეტაძემ აღნიშნა რთულია იმის განსაზღვრა რა გავლენას მოახდენს გაცვლით კურსზე შექმნილი ვითარება, თუმცა ამბობს, რომ წნეხი დიდი არ იქნება.