ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას სავალუტო ბაზარზე „წინასაარჩევნო დაძაბულობით“ ხსნის.გვენეტაძე აცხადებს, რომ მსგავსი დაძაბულობა დროებითია და ინფლაციაზე არ აისახება.
რაც შეეხება ინფლაციას, სების ხელმძღვანელის თქმით, სხვა თანაბარ პირობებში, მიმდინარე წელს ინფლაცია შემცირებას გააგრძელებს და სებ-ის მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელს ჩამოსცდება.
ლარის კურსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ფინანსთა მინისტრმაც ლარის სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება და საჭიროების შემთხვევაში ამ საქმეში ეროვნული ბაკი ჩაერთვება.