ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, სესხების გალარების პროგრამა ძალიან კარგი პროგრამა იყო. როგორც კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მომხმარებლებს, რომელთაც სურდათ სავალუტო რისკებისგან დაეზღვიათ თავი, ძალიან კარგი შანსი ჰქონდათ ეს გაეკეთებინათ.რაც შეეხება ზოგადად ლარიზაციას, გვენეტაძემ განმარტა, რომ ეს არ არის მოკლევადიანი პროექტი.