კობა დავითაშვილი 2006 წელს მასზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიკითხა.
როგორც საქმის პროკურორმა, მაია სილაგაძემ განაცხადა, ბრალდების მხარეს აღნიშნულ საქმეზე განსასჯელი პირის მიმართ, რომელიც ამჟამად ძებნაში იმყოფება, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მოლოდინი აქვს.
„სასამართლო არსებითად განიხილავს ერთ-ერთი განსასჯელის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს, სადაც დაზარალებულია კობა დავითაშვილი. საქმე ეხება 2006 წლის ივნისში მომხდარ ფაქტს, როცა გარკვეული პირი აპირებდა კობა დავითაშვილზე პოლიტიკური და მისი სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, თავდასხმის მომზადებას.
დღევანდელ პროცესზე დაიკითხა თავად დაზარალებული, კობა დავითაშვილი, რომელმაც სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია 2006 წლის 7 ივნისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. შემდეგ პერიოდში ბრალდების მხარე სასამართლოში წარმოადგენს სხვა მოწმეებს და სხვა მტკიცებულებებს. მოლოდინი გვაქვს, რომ განსასჯელის მიმართ, რომელიც ამჟამად ძებნილია და საქართველოში არ იმყოფება, გამამტყუნებელი განაჩენი იქნება გამოტანილი“ - აცხადებს სილაგაძე.