კლუბებში სპეცოპერაციისას დაკავებული ქეთი მურუსიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მოსამართლემ მურისიძე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა- შენახვასა და რეალიზციაში დამნაშავედ სცნო. რაც შეეხება თაღლითობის ეპიზოდებს, მოსამართლემ მას ეს მუხლი თაღლითობის მცდელობად გადაუკვალიფიცირა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოიტანა.