გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს ავალებს, გარკვეულ კლუბებსა და ბარებში ადგილობრივი მამაკაცების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომებით დაინტერესდეს. როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, „ვარდების მოედნის“ ქვემოთ მდებარე ბარებსა თუ სხვადასხვა ობიექტში ხდება კანონდარღვევები.