კლინიკა „თიმი“, სადაც კორონავირუსი 2 ექიმს, 5 ექთანს და 2 პაციენტს დაუდასტურდა, დროებით დაიხურება - Palitra News

კლინიკა „თიმი“, სადაც კორონავირუსი 2 ექიმს, 5 ექთანს და 2 პაციენტს დაუდასტურდა, დროებით დაიხურება

2020-04-17 15:31:25+04:00

კლინიკა „თბილისის მედიცინის ინსტიტუტი” დროებით დაიხურება. მიზეზი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაა, რომელიც 2 ექიმს, 5 ექთანს და 2 პაციენტს დაუდასტურდა. როგორც „პალიტრანიუსს“ „თიმის“ დირექტორმა გიორგი კაჭახიძემ განუცხადა, პაციენტების ნაწილი სხვადასხვა კლინიკაში გადავა, ნაწილი კი - კარანტინში. საკარანტინე ზონაში გადავიდა საავადმყოფოს თანამშრომლების დიდი ნაწილიც. შექმნილი ვითარების გამო, დაგეგმილია კლინიკის დეზინფექცია. ამ დროისთვის კლინიკა „თიმში“9 ადამიანია დაინფიცირებული, მათგან - 2 ექიმი, 5 ექთანი და 2 პაციენტიც. აღნიშნული პაციენტები, სავარაუდოდ, სწორედ მედპერსონალისგან დაინფიცირდნენ, რასაც კლინიკის ხელმძღვანელობაც ადასტურებს.