კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალებაზე კლინიკა „ბომონდი” განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
კლინიკის ადმინისტრაციის ცნობით 60 წლამდე ასაკის ქალბატონი აფხაზეთიდან კატასტროფის ბრიგადამ კლინიკაში 19 სექტემბერს დადასტურებული კოვიდ 19-ით, მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანა. პაციენტს ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. პაციენტს თან ახლდა თანმდევი დაავადებები: სიტიზე დიფუზური დაზიანება, მოციმციმე არითმია, პაროქსიზმული ფორმის სატუცია ჟანგბადის გარეშე.
ამ დროისათვის კლინიკის სტაციონარში მკურნალობის კურსს 82 პაციენტი გადის. მათ შორის არიან ბავშვები, ორსულები და მელოგინეები.