20:07
28 იანვარი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
კლიმატის ცვლილების გამო გრენლანდიის მთავარ აეროპორტს დახურვა ემუქრება
16-11-2019

კლიმატის ცვლილების გამო გრენლანდიის მთავარ აეროპორტს დახურვა ემუქრება. ამ ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

გრენლანდიის კანგერლუსაქის აეროპორტი კუნძულზე ყველაზე დიდ საერთაშორისო აეროპორტს წარმოადგენს და ყოველწლიურად 11 000 ფრენას ახორციელებს. თუმცა, სპეციალისტების თქმით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში მას დახურვა ემუქრება. ამის მიზეზი გლობალური დათბობა და ტემპერატურის მატებაა.

აეროპორტის ტერიტორიის დიდი ნაწილი, მათ შორის ასაფრენი ბილიკი, ყინულითაა დაფარული, რაც აქამდე პრობლემას არ წარმოადგენდა. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში ტემპერატურის მატების გამო თოვლმა და ყინულმა დნობა დაიწყო, რის გამოც ასაფრენი ბილიკის ზედაპირი არამყარი გახდა. ამიტომ აეროპორტის ტერიტორია ავიარეისებისათვის საფრთხის შემცველი გახდა. ამის გამო გრენლანდიის ხელისუფლებამ კანგერლუსაქის აეროპორტის დახურვა და კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში ახალი აეროპორტის მშენებლობა გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ გრენლანდია მსოფლიოში ყველაზე დიდი კუნძულია, რომლის 80%-იც აქამდე მთელი წლის განმავლობაში ყინულით დაფარული იყო.

AutoPlay
პრეზიდენტის განცხადებით ქვეყანა მზადაა თბილისში, რუსეთის დელეგაცია მიიღოს
გამოქვეყნდა 4 წუთის წინ
უზენაესმა სასამართლომ სარალიძისა და დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოიტანა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ჩინეთიდან ჩამოსულ გოგონას კორონავირუსი არ დაუდასტურდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ მაჩალიკაშვილის საქმეზე მტკიცებულებები გაყალბდა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
პრეზიდენტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
მალხაზ მაჩალიკაშვილი მიიჩნევს, რომ მისი შვილის საქმეზე გამოძიება არც ჩატარებულა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები