08:41
27 თებერვალი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
კლიმატის გლობალური ცვლილება სულ უფრო ხშირად იწვევს ე.წ. ელ-ნინიოს
30-10-2019

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა გაარკვია, რომ კლიმატის გლობალური ცვლილება სულ უფრო ხშირად იწვევს ე.წ. სუპერ ელ-ნინიოს, რომელიც დედამიწაზე ექსტრემალური ამინდის მაპროვოცირებელია.

ელ-ნინიო ანომალიური და გლობალური კლიმატური მოვლენაა. ის არის თბილი სეზონური ზედაპირული დინება წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში, რომელიც სამ ან შვიდ წელიწადში ერთხელ ცივი დინების გაქრობის შემდეგ ჩნდება და გაბატონებული არა ნაკლებ, ერთი წელი. ელ-ნინიო წყნარი ოკეანის ეკვატორული ნაწილის ზედაპირული ფენის ტემპერატურის რყევაა, რომელიც შესამჩნევ გავლენას ახდენს კლიმატზე. ამ მოვლენისას, წყლის ზედაპირული ფენა უჩვეულოდ თბება 1 °C-დან 5 °C-მდე.

კლიმატის ცვლილების გამო, დასავლეთ ტროპიკულ და ცენტრალურ წყნარ ოკეანეში წყლები თანაბრად არ თბება.

1978 წლის შემდეგ დაწყებული ყველა ელ-ნინიო, მათ შორის სუპერ ელ-ნინიო წყნარი ოკეანის ცენტრალურ ან დასავლეთ ნაწილში ჩამოყალიბდა.

მკვლევრებმა ელ-ნინიოს 33 შემთხვევა გააანალიზეს, რომლებიც 1901-2017 წლებში მოხდა. აღმოჩნდა, რომ 1970-იანი წლების დასასრულს, ადგილებმა, სადაც ელ-ნინიო წარმოიქმნება და ინტენსივობის პიკს აღწევს, დასავლეთის მხარეს, სადაც ატმოსფერული ჰაერი გაცილებით თბილია, ათასობით კილომეტრით გადაიწია. შედეგად გაიზარდა განსაკუთრებით ძლიერი ელ-ნინიოს შემთხვევების ალბათობა.

AutoPlay
სტრიების მკურნალობა და პრევენციის გზები - მაყურებლების კითხვებს დერმატო-კოსმეტოლოგი პასუხობს
გამოქვეყნდა 18 საათის წინ
როგორ გამოიყურება მეგან მარკლისა და პრინც ჰარის 14 მილიონიანი სასახლე ვანკუვერში
გამოქვეყნდა 18 საათის წინ
"მოჩვენებების სოფელი" უდაბნოში, სადაც სახლებს კარი და ფანჯრები არ აქვთ
გამოქვეყნდა 18 საათის წინ
გაერო - მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა არ აკეთებს საკმარისს იმისთვის, რომ საკუთარი ბავშვები დაიცვას
გამოქვეყნდა 18 საათის წინ
"მეტი ქართული პროდუქტის" ინიციატივა "ვენდისთვის" წარმატებული აღმოჩნდა
24-02-2020
როგორ ჩნდება ფობია და როდის გადაიზრდება ის პანიკურ შეტევებში - ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე შიშების შესახებ
19-02-2020
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები