რძე - პროდუქტი, რომელსაც 100-ზე მეტი სასარგებლო თვისება გააჩნია. ის უხსოვარი დროიდან ამარაგებს ადამიანის ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებით. ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მრავალი საუკუნით ადრე ეგვიპტელები, რომაელები და ბერძნები მას არამარტო საკვებად, არამედ სამკურნალოდ, ხოლო მშვენიერი ქალბატონები ახალგაზრდობის შესანარჩუნებლადაც კი იყენებდნენ. კლეოპატრას სილამაზის საიდუმლოდაც, რძის აბაზანების მიღება ითვლებოდა.
ჩვენ შევიძინეთ თითქმის ყველა დასახელების რძე და რძის ნაწარმი, რომელიც ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი, მათ შორის ბაზარში სოფლის პროდუქციაც. ტესტირება ბევრმა პროდუქტმა ვერ გაიარა, თუმცა არ შეშინდეთ, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ კარგი და ნატურალური პროდუქტების შეძენაც შესაძლებელია, რომელთა ცნობას თქვენც გასწავლით.
იხილეთ:
8 მარტივი ხერხი, ფალსიფიცირებული რძის ნაწარმის სახლის პირობებში შესამოწმებლად