თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით კლდიაშვილის ქუჩაზე გუშინ საღამოს მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას მაქსიმალურად დაეხმარებიან. მისივე თქმით, დაზარალებული მოსახლეობა გუშინ ღამე სხვადასხვა სასტუმროებში დაბინავდა. მისივე ინფორმაციით, სახლში, სადაც ხაძარი გაჩნდა 70-მდე ოჯახი ცხოვრობდა, თუმცა დაზარალებულების რაოდენობა ნაკლებია. თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე გუშინ საღამოს გაჩენილმა ხანძარმა 2000-2500 კვადრატულ მეტრამდე მოიცვა. სხვენი და სახურავი მთლიანად დამწვარია, ასევე, დამწვარია მესამე სართულის დიდი ნაწილი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, რომელიც დაადგენს თუ რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.
იხილეთ: