კლავიშებიან-სიმებიანი ინსტრუმენტი, რომელიც როიალსა და პიანინოს აერთიანებს უკვე 4 საუკუნეა მუსიკალური სამყაროს ერთ-ერთ აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს. დღემდე მასზე შესრულების შესწავლა ყველაზე მოთხოვნადია, რისი მიზეზებიც პიროვნების განვითარებისთვის სასარგებლოობაში იმალება. მისი ჟღერადობა და მოცულობა მუსიკალურ სამყაროსთან ერთად ვითარდებოდა და განიცდიდა სახეცვლას. ფორტეპიანოს ევოლუციის გზა მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული არა მხოლოდ ამ ინსტრუმენტის ოსტატთა დახელოვნებაზე, ასევე შემსრულებელთა ინდივიდუალურ შესაძლებლობასა და სურვილზეც კი. რამდენიმე ქვეყანამ, განსაკუთრებით ევროპაში თავისი წვლილი შეიტანა ფორტეპიანოს სრულყოფაში და შესაბამისად დღემდე ცნობილია სახელები რომელთა საშუალებით ინსტრუმენტიც უკონკურენტოდ საუკეთესოდ ითვლება. ფორტეპიანოს წინამორბედად რამდენიმე ინსტრუმენტი ითვლება, მათ შორის არფა, ე.წ. სიმებიანი საკრავი „ციმბალა“, სპინეტი, კლავისინი და მრავალი სხვადასხვა სახელწოდების სიმებიანი ინსტრუმენტები, რომლებზეც ნაწარმოების შესრულება სხვადასხვა ხელსაწყოებით ხდებოდა. სწორედ სიმებზე დარტყმით და არა ჩამოკვრით შესრულების მანერა შემდგომ იქცა ინსტრუმენტის ახლი სახეობის შექმნის საბაბი, რომელმაც ფორტეპიანოს სახელი დაიმსახურა.