„კლასტერებიდან“ გადავდივართ საყოველთაო გავრცელებაზე - 100 აცრილი, ეს არის სულ მცირე ერთი გადარჩენილი ადამიანი, ეს იცოდეთ - ამირან გამყრელიძე - Palitra News

„კლასტერებიდან“ გადავდივართ საყოველთაო გავრცელებაზე - 100 აცრილი, ეს არის სულ მცირე ერთი გადარჩენილი ადამიანი, ეს იცოდეთ - ამირან გამყრელიძე

2021-04-13 14:59:27+04:00

„კლასტერებიდან“ გადავდივართ საყოველთაო გავრცელებაზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, აუცილებელია სიფრთხილე და რაც მეტი ადამიანი აიცრება ქვეყანაში, მით უფრო ნაკლები იქნება გარდაცვლილთა რიცხვი.