კლასიკური რომანტიკული კომედია „ბრიჯიტ ჯონსის დღიური“ - მარტოხელა, თუმცა საოცრად მომხიბვლელი ახალგაზრდა ქალის ისტორიაა, რომელიც კრიტიკოსებმა 1990-იანი წლების მეორე ნახევრის მთელი თაობის ერთგვარ სიმბოლოდ მიიჩნიეს, როცა ქალბატონები განსაკუთრებით განიცდიდნენ სოციალურ ზეწოლას, ძველი და ახალი სტანდარტების მორგების აუცილებლობას. ქასთინგი ბრიჯიტ ჯონსის როლის შემსრუბელზე ორი წელი გაგრძელდა, რადგან უამრავმა ცნობილმა ქალბატონმა გამოთქვა საკულტო პერსონაჟის განსახიერების სურვილი ემილი უოტსონის, რეიჩელ ვაისის, კამერონ დიასის და ტონი კოლეტის ჩათვლით.ქეით უინსლეტმა კი, მართალია სინჯები გაიარა, მაგრამ პროდიუსერებმა დაიწუნეს, რადგან 25 წლის მსახიობი ზედმეტად ახალგაზრდულად გამოიყურებოდა 30-ს გადაცილებული ჯონსის ფონზე.
ჰიუ გრანტი მხოლოდ იმ პირობით დათანხმდა პროექტში მონაწილეობას, თუ რიჩარდ კერტისი გადაამუშავებდა ფილმის სცენარს. მსახიობმა თავად აღნიშნა, რომ საოცრად კარგ ისტორიას ძალიან ცუდი სცენარი ჰქონდა. მაგუაირს ბევრად გაწაფული სცენარისტის დაქირავება ურჩია და როცა კერტისი ფილმზე მუშაობას დათანხმდა, თვითონაც დაუფიქრებლად მოაწერა კონტრაქტს ხელი.