„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე შესახებ უზენაესი სასამართლოს კანდიდატ მოსამართლეებს მიმართავს. მათ „კლანის“ წევრებს უწოდებს და აფრთხილებს, რომ თუ საქმიანი რეპუტაციის საბოლოოდ შელახვა არ უნდათ, გაემიჯნონ და უარი თქვან ამ კონკურშში მონაწილეობაზე.
გიორგი ვაშაძის შეფასებით, მოსამართლეთა შერჩევის პროცესი, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უნდა წარიმართოს, უაზრო ბიუროკრატიაა, რომელშიც „სტრატეგია აღმაშენებელი“ მონაწილეობას არ მიიღებს. მისივე თქმით, „კლანი“ უნდა დამარცხდეს და მართმსაჯულება ხალხს დაუბრუნდეს.