გამრეკელის ქუჩაზე მრევლი ბერი ნიკოლოზის გამოსახლებას ეწინააღმდეგება. როგორც ისინი აცხადებენ, სახლის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე სასულიერო პირის გამოსახლება იგეგმება.როგორც ისინი ამბობენ, ბერი ნიკოლოზი აღნიშნულ სახლში მეპატრონის თხოვნით ცხოვრობდა, ახლა კი გაურკვეველი მიზეზების გამო ის გამოსახლებას ითხოვს.მრევლი და ადგილზე შეკრებილი სასულიერო პირები ამ ფაქტს ბერი ნიკოლოზის დევნად აფასებენ და ითხოვენ, რომ ბერი შეუშვან იმ სახლში, სადაც ის ცხოვრობს.ადგილზე შეკრებილების ინფორმაციით, არსებობდა შეთანხმება, რომლითაც ბერ ნიკოლოზს სახლის მესამე სართული უნდა გაერემონტებინა, სადაც ის ცხოვრობს და ერთი წელი აღნიშნულ სახლში უფასოდ უნდა ეცხოვრა.როგორ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, პოლიცია ადგილზე შეტყობინების საფუძველზე, უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მივიდა. უწყებაში კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სამართალდამცველები გამოსახლებაში მონაწილეობას ღებულებონ.
კადრებს ადგილიდან "პრაიმ თაიმი" ავრცელებს