"სანამ დავიძინებ" - ინგლისელი მწერლის, სი ჯეი უოტსონის სადებიუტო რომანი. ჟანრი ფსიქოლოგიური თრილერი. ორიგინალი დაწერილია ინგლისურად. ის 2011 წელს ბრიტანეთში, ავსტრალიასა და ამერიკაში გამოქვეყნდა, თრილერზე მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ სამივე ქვეყანაში პირველივე ტირაჟი გამოსვლისთანავე გაიყიდა. მალევე წიგნის თარგმანზე უფლება 42 ქვეყანამ მოიპოვა. ის ითარგმნა 40 ენაზე, მათშორის ქართულადაც. "სანამ დავიძინებ" საერთაშორისო ბესტსელერი გახდა. წიგნის მთავარი გმირი ქრისტინი, ყოველ დილით იღვძებს და არაფერი ახსოვს, რაც მანამდე მის ცხოვრებაში ხდებოდა. მის მეუღლეს ყოველდღე თავიდან უწევს ქრისტინისთვის შეხსენება, რომ ის ავტოკატასტროფაში მოჰყვა და მეხსიერება დაკარგა. ექიმის რჩევით, გოგონა ყოველდღიური ამბების ჩაწერას იწყებს. ის იწერს ყველაფერს, რომ შემდგომ დღეებში განვლილი პერიოდის აღქმა შეძლოს. ამას ის ქმრისგან უჩუმრად აკეთებს. დღიურზე დაკვირვებით მალე ქრისტინი მიხვდება,რომ მის ახლანდელ ცხოვრებაში ძალინ ბევრი რამ აუხსნელი, გაუგებარი და დაუჯერებელია.