თბილისის ინტერპოლისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა კიშინოვის ინტერპოლის მიერ ძებნილი, მოლდოვის მოქალაქე დააკავეს. 1987 წელს დაბადებული პირი დამნაშავედაა ცნობილი მოლდოვის სისხლის სამართლის კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც ტრეფიკინგს გულისხმობს. დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.