"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაკავებული ლიდერის, დავით კირკიტაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვება მისმა თანაგუნდელებმა გააპროტესტეს.გურჯაანის რაიონული სასამართლოს წინ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და დავით კირკიტაძის მხარდამჭერები იმყოფებოდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, დავით კირკიტაძის საქმე არის პოლიტიკური და მოსამართლე, რომელმაც ის პატიმრობაში დატოვა, პროკურატურას ემორჩილება.