11:03
23 იანვარი, 2022, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ერთი წიგნი
კირკე მზის ღმერთის ქალიშვილია. გოგონა, რომელიც, მამისგან განსხვავებით, არ ფლობს არც ჯადოსნურ ძალას და არც დედასავით მომხიბვლელი და მაცდურია - მადელინ მილერის ფენტეზი "კირკე"
06-01-2022

"კირკე" ამერიკელი მწერლის, მადელინ მილერის ფენტეზის ჟანრის ნოველაა. წიგნის ორიგინალი 2018 წელს გამოცმემლობა Little, Brown and Company-ის მიერ შეერთებულ შტატებში ინგლისურ ენაზე გამოიცა.


კირკე მზის ღმერთის, ტიტან ჰელიოსის ქალიშვილია. უცნაური გოგონა, რომელიც, მამისგან განსხვავებით, არ ფლობს არც ჯადოსნურ ძალას და არც დედასავით მომხიბვლელი და მაცდურია. მარტოსული და ახლობლებისგან ათვალწუნებული გოგონა ერთ მშვენიერ დღეს, აღმოაჩენს, რომ მამაზე ნაკლები ღვთაებრივი ძალა არც მას გააჩნია, მას შეუძლია მტრები და კონკურენტები ურჩხულებად გადააქციოს და თვით ღმერთებსაც კი ავნოს თავისი უნარებით.

კირკე თავისი ძალით, თვით ზევსსაც კი დააფრთხობს, რომელიც მის სასტიკად დასჯას გადაწვეტს და მას უკაცრიელ კუნძულზე გააძევებს. თუმცა, მარტოობისთვის განწირული ქალი შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და თავის ოკულტური ხელობის დახვეწას იწყებს. იგი მოათვინიერებს მხეცებს და შეხვდება მთელს მითოლოგიაში ყველაზე ცნობილ პერსონაჟებს, მათ შორის, მინოტავრს, დედალუსსა და მის განწირულ შვილს, იკაროსს, მედეას და, რა თქმა უნდა, ცბიერ ოდისევსს.

წიგნი 2020 წელს ქართულ ენაზე გამომცემლობა Palitra L-მა თარგმნა და გამოსცა ქართველი მკითხველისათვის და ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში და გამომცემლობა Palitra L-ის ვებგვერდზე palitraL.ge

AutoPlay
დები ბრონტეები თავიანთ რევოლუციურ ხედვებს დიასახლისობის მიღმა მალავდნენ, რათა შესაძლებლობა ჰქონოდათ, დაეწერათ არაჩვეულებრივი და სკანდალური რომანები, რომლებსაც კრიტიკოსები "უხამს ლიტერატურადაც" მოიხსენიებდნენ და "თანამედროვეობის საუკეთესო ნაწარმოებებადაც"
20-01-2022
"აწმყოს ძალა" - წიგნი, რომელიც სულიერი განმანათლებლობის გზამკვლევადაა მიჩნეული
13-01-2022
"საშობაო სიმღერა" - ნოველა, რომელიც საბავშო კლასიკის გამორჩეული ნაწარმოებია
30-12-2021
მისტერ პოპერი ერთი უბრალო მღებავი და მეოცნებე კაცია, რომლის ცხოვრებასაც ცნობილი მკვლევარისგან საჩუქრად მიღებული პინგვინი ერთიანად ცვლის - რიჩარდ და ფლორენს ეთოუტერების საბავშვო ნოველა "მისტერ პოპერის პინგვინები"
23-12-2021
ამერიკელი მწერლის სკოტ გელოუეის წიგნი "Post კორონა", რომელიც აშშ-ში პანდემიის პირობებში მომავალი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას ეხება
16-12-2021
ერთი ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლის ცხოვრება, რომელიც ვარსკვლავგოგონასთან შეხვედრის შემდეგ იცვლება - ჯერი სპინელის წიგნი "ვარსკვლავგოგონა"
09-12-2021
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები