16:48
24 თებერვალი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
ქირის გადასახადით შეწუხებულმა ქალმა, პრობლემა მარტივად მოაგვარა - ნახეთ, რა იდეა მოუვიდა მას შემდეგ, რაც შვილებმა ცალკე ცხოვრება გადაწყვიტეს
23-01-2019

მიშელ ბოილი მუშაობს კერძო კომპანიაში, სადაც მისი ხელფასი სულ რაღაც 2000-2500 დოლარამდე მერყეობს. ამ ხელფასიდან მხოლოდ 1000 დოლარამდე თუ რჩებოდა მთელი თვის განმავლობაში, რაც მასზე ძალზედ ნეგატიურად მოქმედებდა. მიშელ ბოილი ორეგონის შტატში მდებარე შირვუდის რაიონში, პატარა სახლში ცხოვრობდა. დაქირავებულ სახლში ყოველთვიური გადასახადი 1300 დოლარი იყო. რა თქმა უნდა, მიშელი ამ ფაქტით ძალიან წუხდა და ყოველთვის გამოსავალის ძიებაში იყო. ხშირად კითხულობდა განცხადებებს სხვადასხვა სახლებსა და ბინებთან დაკავშირებით, თუმცა ხელჩასაჭიდ ფასს ვერსად მიაგნო.

ერთ დღეს, როდესაც მიშელის შვილებმა გადაწყვიტეს საკუთარ სახლებში ცალკე ცხოვრება, ქალბატონს განსაკუთრებული იდეა მოუვიდა აზრად. მან გადაწყვიტა ჰაერში გადახდილი თანხის ნაცვლად შეეძინა 18 კვადრატული მიწის ნაკვეთი და თავის გეგმისამებრ აეშენებინა  ასეთი პატარა და კომფორტული სახლი...
ინტერნეტში მან Tiny House-ის სახელწოდების პროექტი შენიშნა. რომელიც მოსახლეობას სთავაზობდა პატარა და კომფორტულ სახლს ნაკლები ხარჯით. აქამდე მიშელის ნაქირავები სახლი 3 საძინებლის და მისაღებისგან შედგებოდა. თუმცა მას ასეთი სახლი აღარ სჭირდებოდა, რადგან მისი შვილები უკვე ცალკე ცხოვრობდნენ, ამიტომ ქალბატონმა გადაწყვიტა, რომ მას 18 კვადრატულიც სავსებით ეყოფოდა.

მიშელის 18 კვადრატული სახლი როგორც გარედან, შიგნიდანაც საკმაოდ მიმზდველად გამოიყურება. ის თვეში მხოლოდ 65 დოლარს იხდის, ამ თან-ხაში შედის, გაზი-დენი-ინტერნეტი. სახლში ლამაზი საძინებელი, წიგნების კარადა, კომპიუტერის მაგიდა და სახლის მცირე ინვენტარია. ამ პატარა სახ-ლში აბაზანა-საპირფარეშოს ჩატევაც მოხერხდა. მიშელმა კიდევ 4 ასეთი მინი სახლი ააშენებინა, რომელსაც სამომავლოდ გაა-ქირავებს ტურისტებზე.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
gaga
27-01-2019
მისი ხელფასი სულ რაღაც 2000-2500 დოლარამდე მერყეობსო?! ჩემი ხელფასი 180 დოლარამდე მერყეობს და მარტო გაზის გადასახადს ვიხდი170 ლარს თვეში!
ალექს
24-01-2019
ეს არის გამოგონილი სარეკლამო სიუჟეტი ,რეალითი შოუ დრიიმ ამ სახლუკების მწარმოებელი ან მათი გაერთიანება ეწევა ვიდეო რეკლამას ,არჩევს შესაფერის ტიპს და მას "იაფად", ანუ თვითღირებულებაზე ნაკლებად "უშენებს " ეკოლოგიური მასალებისაგან სახლს ,გაცვეთილი როლიკია,დაგუგლეთ მაგ სურათებით და ნახავთ სინგლ მომ "ბიზნესებს" ! რეალურად ეს სახლუკა შეძლებულ ,საშუალო ამერიკელთა ახალი ჰობია და ძალიან ინდივიდუალურია,მასალა ,დურგალი,შემდუღებბელი,დიზაინერი,არ მეორდება არცერთი ,მისი საწარმოო კონვეიერი ჯერ არა აქვსთ და ორი ერთნაირი ჯერ არ უწარმოებიასთ,ხელით კეთდება და ამიტომაც ძვირია ,მათ შორის მეორადიც ძვირია განსხვავებით სერიული "რვ" მოდელებისაგან ,რომელიც ეკოლოგიურობით ჩამორჩება ! დღეში ორი დოლარი ამერიკაში ღირს საფლავი ,უდროოდ არაეკოლოგიურ სახლში ცხოვრებით გარდაცვლილთათვის სამარადჟამოდ განსასვენებლად ! მარტო ძარა და ჩარჩო ღირს ათი ათასი დოლარი,შიგნით გათბობის ,დენის,აბაზანის და კედლების ,სახურავის ღირებულება შრომით დანახარჯებიანად 15 ათასი დოლარი,საბაზრო ფასი ასეთი რამეების 50-100 ათასია და ამან 4 სახლუკა მაგ ხელფასით შეიძინა ,ახლა ბიზნესს აკეთებს ,არა ?! არ გეუბნებოდით ,გადავიდეთ ამერიკულ მოდელზე ,საბჭოთაში რომ ვართ გაკვეხებულიო ?! ასეა !
თიკო
19-01-2021
უკაცრავად, და როგორ ინტერნეტში, ვინ რა კომპანი აშენებს სახლებს,ნ ნეტა აქაც იყოს ჩვენს ქვეყანაში დიდი სიამოვნებით ავაშენებდი პატარა სახლს ძალიან პატარას, რადგან ფინანსურად გვიჭირს..არგი იდეაა, მეც მგონია რომ რეკლამაა ,
სხვა სიახლეები