იაპონიის ქალაქ კიოტოში ანიმაციის ცნობილ სტუდიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლი 41 წლის მამაკაცმა განგებ გააჩინა. როგორც პოლიცია იტყობინება, უცნობმა მამაკაცმა სტუდიაში საწვავი გადაასხა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა. დაშავებულია ათობით ადამიანი. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლთა რიცხვი გაიზრდება. ეჭვმიტანილი დააკავეს, მასაც აღენიშნება სხეულის მცირე დაზიანებები. თუ რა იყო ხანძრის გაჩენის მოტივი უცნობია. სხვა დეტალებზე პოლიციაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.
შეგახსენებთ, კიოტოს ანიმაციის სტუდიაში პოპულარულ ანიმაციებს ქმნიან.